"საქართველოში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და 64 უნივერსიტეტი გვაქვს - ეს ერთგვარ ბიზნესად იქცა" - ირაკლი ქადაგიშვილი - კვირის პალიტრა

"საქართველოში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და 64 უნივერსიტეტი გვაქვს - ეს ერთგვარ ბიზნესად იქცა" - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და 64 უნივერსიტეტი გვაქვს - ეს ერთგვარ ბიზნესად იქცა - ჩვენ თუ ჩვენ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არ ეგულება ადამიანი, რომელიც არ იტყოდა, რომ განათლების სისტემას რეფორმა სჭირდება.

„როგორც კი რეფორმა დაიწყო, ძირეულ რეფორმასთან დაკავშირებით ყველამ თავისი შიშები გამოავლინა. საქართველოში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და 64 უნივერსიტეტი გვაქვს - ეს ერთგვარ ბიზნესად იქცა. კარგად ვიცით, რომ ყველა ეტაპზე განათლების ხარისხის პრობლემა გვაქვს. ტექნიკურ საკითხებსა და საინჟინრო სპეციალობებზე უმძიმესი მდგომარეობაა - ანალოგიური მდგომარეობაა ჰუმანიტარული თუ ფუნდამენტური მიმართულების კუთხითაც. სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომ რესურსებით მოახდინოს საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ისე კონსოლიდირება, რომ ისეთი ძლიერი საუნივერსიტეტო კერა მივიღოთ, რომელიც ყველა მიმართულებით განათლების ხარისხის უპირობო აწევის შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს. რეფორმა რთულია, შეკითხვებიც ბევრია, ვიღაცისთვის მტკივნეულიც კი - ყველას ობიექტური თუ სუბიექტური წუხილი შეიძლება გააჩნდეს. ჩვენ თუ ჩვენ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ თავისი ექსპერტული თუ სხვა მონაცემების ანალიზის შედეგად დაინახა, რომ ეს ოპტიმალური გამოსავალია.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა