კარლ ლაგერფილდის ნათესავები დიზაინერის ქონებისთვის ბრძოლას იწყებენ და უჩივიან კატასაც კი, რომელსაც ანდერძად 1.5 მლნ ევრო ერგო -  სკანდალური დავის დეტალები - კვირის პალიტრა

კარლ ლაგერფილდის ნათესავები დიზაინერის ქონებისთვის ბრძოლას იწყებენ და უჩივიან კატასაც კი, რომელსაც ანდერძად 1.5 მლნ ევრო ერგო -  სკანდალური დავის დეტალები

ცნო­ბი­ლია, რომ კარლ ლა­გერ­ფელდს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უყ­ვარ­და და ოჯა­ხის წევ­რად მი­აჩ­ნდა კატა, სა­ხე­ლად შუ­პე­ტი. ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, დი­ზა­ი­ნე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მას ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი, 1,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ერგო.

ლა­გერ­ფილდმა, რო­მე­ლიც 2019 წელს, 85 წლის ასაკ­ში, სიმ­სივ­ნის გამო გარ­და­იც­ვა­ლა, დე­ტა­ლუ­რად და­გეგ­მა, თუ რო­გორ უნდა ეცხოვ­რა შუ­პეტს მის გა­რე­შე. იმი­სათ­ვის რომ კა­ტას ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, და­უ­ტო­ვა მი­ლი­ონ­ზე მეტი დო­ლა­რი და სახ­ლი ბა­ღით, რო­მელ­საც მისი ყო­ფი­ლი დი­ა­სახ­ლი­სი, ფრან­სუ­აზ კა­სო­ტი უვ­ლი­და.

ან­დერ­ძი 2016 წლის აპ­რილ­ში შედ­გა. გარ­და ამი­სა, ლა­გერ­ფელდს 200 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა დარ­ჩა.

მო­დის ლე­გენ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 7 წლის შემ­დეგ, ან­დერძს უც­ნო­ბი მო­სარ­ჩე­ლე ასა­ჩივ­რებს.

The Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სარ­ჩე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ძმის­შვი­ლებ­სა და დის­შვი­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღონ მისი უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი.გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ლა­გერ­ფელდმა თა­ვი­სი ქო­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და­უ­ტო­ვა მათ, ვი­საც ის ოდეს­ღაც "ნამ­დვილ ოჯახს“ უწო­დებ­და: კა­ტას, ასის­ტენტ სე­ბას­ტი­ან ჟონ­დოს, მის ნათ­ლულს ჰადსონ კრო­ე­ნიგს და მო­დე­ლებს - ბრედ კრო­ე­ნიგ­სა და ბა­ტისტ ჯა­ბი­კო­ნის. გააგრძელეთ კითხვა