ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ - რა დეტალები ხდება ცნობილი ქმრის მიერ ცოლის მოკვლის ფაქტზე?
გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობა დღეს, გარდაბანში მდებარე ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოხდა.
როგორც Ambebi.ge-ს წყარო უყვება, ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ და ამის გამო კონფლიქტი წამოიწყეს.წყაროს, ამ დროს მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალი 25 წლის იყო, ხოლო მამაკაცი 50 წლის. ვრცლად