"ამბობენ, რომ კაცს ცოლზე ხშირად უძალადია კიდეც, რაღაცებს უკრძალავდა..." - ახალი დეტალები სასტიკ მკვლელობაზე
გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობა დღეს, გარდაბანში მდებარე ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოხდა.
როგორც წყარო გვიყვება, ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ და ამის გამო კონფლიქტი წამოიწყეს.წყაროს ცნობით, ამ დროს მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა.
როგორც მისი ახლობელი გვიყვება, "უბნელები ხშირად ამბობდნენ, რომ ქმარი ცოლზე ხშირად ძალადობდა".
"ასე ჩემთან არ საუბრობდა, ჩვენ უბანში რომ ერთმანეთს ვხვდებოდით მხოლოდ მოვიკითხავდით და ვესალმებოდით. პირად თემებზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ უბნელები ამბობენ, რომ ხშირად უძალადია კიდეც. ვრცლად