"აქამდე გექნათ! ილონ მასკის „სტარლინკის“ კოდირებამ რუსი ოკუპანტების იერიშები ჩაშალა..." - კვირის პალიტრა

"აქამდე გექნათ! ილონ მასკის „სტარლინკის“ კოდირებამ რუსი ოკუპანტების იერიშები ჩაშალა..."

თავად უკრაინის გენშტაბშიც კი ვერ მალავენ გაკვირვებას-ერთი კვირის წინ,როდესაც მთელი ფრონტის ხაზზე დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები სამასამდე შემოტევას ახორციელებდნენ, დღეს მის მესამედსაც კი აღარ ცდილობენო...

რა არის ეს, ნუთუ პუტინის აგრესორ არმიას მართლაც შემოაკლდა ძალა და აღარ შეუძლია უკრაინის ახალი მიწების დასაპყრობად მორიგი იერიშების განხორციელება?

სამწუხაროდ არა, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართლაც სერიოზული დარტყმა მიიღეს, რაშიც დამნაშავეები თავადვე არიან, რადგან ფრონტის ხაზზე მოიერიშე დანაყოფების მართვა თურმე მთლიანად...ილონ მასკის „სტარლინკისთვის“ მიუნდიათ...გუშინწინ კი მასკმა თავისი „სტარლინკი“ უკრაინის ტერიტორიაზე...გადატვირთვა...

„სტარლინკი“ არის თანამგზავრული კავშირის სისტემა, სწორედ ის თანამგზავრები, რომლებიც ღამის მოწმენდეილ ცაშიც ხანდახან ჩანან, როდესაც წერტილების სახით ერთმანეთის მიყოლებით,მწკრივში „გადაიფრენენ“ დედამიწის ახლო ორბიტაზე.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ილონ მასკის „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის სისტემამ უდიდესი სამსახური გაუწია უკრაინელ სამხედროებსა და სპეცსამსახურებს რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციების განხორციელებისას.

რუსეთის გენშტაბში და სპეცსამსახურებშიც ბრმები არ იყვნენ, რომ ეს ვერ დაენახათ და მათ დაიწყეს „სტარლინკის“ ტერმინალების შეძენა მთელ მსოფლიოში და მათი კონტრაბანდულად ჩატანა რუსეთში.

თუმცა, რუსეთის ტერიტორიაზე „სტარლინკის“ ფუნქციონირება გათიშული აქვს ილონ მასკს, ამიტომაც რუსები „სტარლინკის“ ტერმინალების გააქტიურებას ახდენდნენ ევროპისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე და შემდეგ ჩაჰქონდათ დონბასში, ფრონტის ხაზზე...

„სტარლინკი“ ილონ მასკივით ძალზე „ჭკვიანი“ კი არის, მაგრამ მასაც არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, როდესაც ფრონტის ხაზის დასავლეთით სანგარში მჯდომი უკრაინელი მიკოლა რთავს მას, თუ იმავე ფრონტის ხაზის აღმოსავლეთ სანგარში, იერიშზე გადასასვლელად გამზადებული რუსი ივანი, რადგან ამ სანგრებს შორის რამდენიმე ასეული მეტრი ან ერთი-ორი კმ-ი თუა...

სწორედ ამ ტექნიკური გარემოებით სარგებლობდნენ რუსი ოკუპანტები,როდესაც მცირე მოიერიშე ჯგუფებით იპარებოდნენ ფრომტის ხაზის იქით დანგრეულ უკრაინულ ქალაქებში, ნანგრევებში იმალებოდნენ და ერთმანეთს „ემატებოდნენ“, რის კოორდინაციასაც სწორედ „სტარლინკის“ საშუალებით ახდენდნენ..

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ამის თაობაზე პირველად ზუსტად ორი წლის წინ,2024 წლის თებერვლის დასაწყისში ატეხა განგაში, თუმცა მაშინ ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო რუსი სამხედროების მიერ მისი „სტარლინკის“ გამოყენების შესაძლებლობა-მე რუსეთში არ ვყიდი „სტალინკის“ ტერმინალებს-წარბშეუხრელად აცხადებდა მაშინ ილონ მასკი...

ის ერთ რამეში მართალი გახლდათ-„სტარლინკი“ რუსეთში ოფიციალურად არავის გაუყიდია და არც სტარლინკის დაფარვის არეალია ჩართული რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ სხვა ქვეყნებში ნაყიდი და უკრაინის ფრონტზე ჩატანილი „სტარლინკის“ ტერმინალები რუსეთის საოკუაპაციო ძალების, ლამის უმთავრეს კავშირგაბმულობის საშუალებად იქცა...

ეს უდიდესი პრობლემა უკრაინის დამცველებისთვის ეტყობა კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ ორიოდე კვირის წინ არ დაფიქსირებული რუსულ კამიკაძე-დრონებზე დამონტაჟებული „სტარლინკის“ მართკუთხედი ანტენები,რისი მეოხებითაც, სადღაც რუსეთის სიღრმეში მყოფი ოპერატორი ვიდეოკამერისას და „სტარლინკის“ საშუალებით მართავდა „გერანებს“ და მოძრავ სამიზნეებზე,მათ შორის უკრაინულ სარკინიგზო შემადგენლობაზე, ზუსტი დარტყმის საშუალებას აძლევდა...

ამის შემდეგ ილონ მასკმა აღიარა პრობლემა და რუსი ოკუპანტებისთვის „სტარლინკის“ გათიშვის ორი საფეხური აამოქმედა.

პირველი-„სტარლინკის“ გადაადგილების სიჩქარე უკრაინის ტერიტორიაზე 90 კმ/სთ-მდე შეზღუდა,რამაც შეუძლებელი გახადა მისი გამოყენება თვითმფრინავის კონსტრუქციის რუსულ კამიკაძე-დრონებზე(ასეთი მინიმალური სიჩქარის დროს „გერანი“ ფრენას ვეღარ აგრძელებს და ვარდება).

მეორე-დაიწყო უკრაინელების განკაგულებაში არსებული „სტარლინკის“ ყველა ტერმინალის აღწერა და მათი მონაცემების პასპორტიზაცია, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს,რის პერიოდშიც თვით უკრაინელ სამხედროებსაც გაეთიშებაც „სტარლინკი“,სანამ მის მონაცემებს ოფიციალურ „თეთრ სიაში“ არ დააფიქსირებენ.

გასაგები მიზეზების გამო, ფრონტის ხაზის მეორე მხარეს მყოფი რუსი ოკუპანტების „სტარლინკების“ მონაცემები ამ „თეთრ სიაში“ ვერ მოხვდება და რუს სამხედროებს გაეთიშებათ ასე მნიშვნელოვანი თანამგზავრული კავშირი, რომლის მაგვარი რუსეთის შეირაღებულ ძალებში არ ფუნქციონირებს, შესაბამისად რუსეთის საოკუაპაციო ძალების შემდგომ შეტევით ოპერაციებს წესით დიდი სირთულები უნდა გაუჩნდეთ...