"ერთს სახეზე ნიღაბი ეკეთა, თავზე ჩაფხუტი ეფარა და თავის არეში მომიქნია, მომხვდა ბეჭებში და განვიცადე ტკივილი" - სდსს-ის წარმომადგენელი 4 ოქტომბრის მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"ერთს სახეზე ნიღაბი ეკეთა, თავზე ჩაფხუტი ეფარა და თავის არეში მომიქნია, მომხვდა ბეჭებში და განვიცადე ტკივილი" - სდსს-ის წარმომადგენელი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მეორე სამმართველოს პირველი განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი წეველიძის ჩვენების მიხედვით, „4 ოქტომბერს, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შემდეგ, მათ პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარი შეძლებისდაგვარად გაამაგრეს და ურდულები დაადეს“.

როგორც მოწმემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად ძალადობდნენ და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ღობის ჯანჯღარი და რყევა დაიწყეს. უშვერი სიტყვებით გვაგინებდნენ, ვისთან ხართ, ვის იცავთო. ჯანჯღარის შედეგად ღობე მოირყა....

სიტყვიერი გაფრთხილება დავიწყეთ, რომ კანონს არღვევდნენ, დაიწყეს შემოჭრა, ფიზიკური ძალადობა, ფეხების და ხელების დარტყმა, ხალხის დიდი ნაწილი გადმოვიდა. ერთს სახეზე ნიღაბი ეკეთა, თავზე ჩაფხუტი ეფარა, ჩაფხუტი თავის არეში მომიქნია, ავიცილე და მომხვდა ბეჭებში, განვიცადე ტკივილი.

ძალადობიდან ალბათ, მაქსიმუმ წუთში შსს-ს ქვედანაყოფი გამოვიდა. მათ პროპორციული ზომები მიიღეს, აქციის მონაწილეების ნაწილმა უკან დაიხია და გადავიდნენ ეზოდან, თუმცა, მათ მეორე ნაწილი და ე.წ. ორგანიზატორები შემოუერთდნენ შეძახილებით - „სასახლე ჩვენია, უკან არ ვიხევთ“.

გააგრძელეთ კითხვა

IPN