ვინ არის ელენა ქანთარია, რომელიც ეპშტეინის ფაილებშია ნახსენები და სად გაქრა ამერიკელი მაღალჩინოსნის თვითმკვლელობის შემდეგ - კვირის პალიტრა

ვინ არის ელენა ქანთარია, რომელიც ეპშტეინის ფაილებშია ნახსენები და სად გაქრა ამერიკელი მაღალჩინოსნის თვითმკვლელობის შემდეგ

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნის საქ­მე­ზე გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ახა­ლი მა­სა­ლე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნელ დე­ტა­ლებს ჰფენს შუქს. დო­კუ­მენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო ელი­ტის ბნელ მხა­რე­ებს ასა­ხავს, ფი­გუ­რი­რებს მი­მო­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ელე­ნა ქან­თა­რიას ეპი­ზო­დია.

ვინ არის ელე­ნა ქან­თა­რია და რა კავ­ში­რი აქვს მას ეპშ­ტე­ინ­თან?

elena-kantaria-book-04-1-43519-1770372232.jpg

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფა­ი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ელე­ნა ქან­თა­რია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მო­დე­ლი იყო, ჯეფ­რი ეპშ­ტე­ინ­თან რე­გუ­ლა­რულ და საკ­მა­ოდ ნდო­ბით აღ­სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მათი მი­მო­წე­რა 2017-2019 წლებს მო­ი­ცავს და ცხად­ყოფს, რომ მი­ლი­არ­დე­რი მო­დელს პი­რა­დი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

2019 წლის 5 მარტს ელე­ნა ეპშ­ტე­ინს სწერს:

"ის­რა­ე­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მივფრი­ნავ. ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე შე­ვი­ტა­ნო გა­ნა­ცხა­დი“.

"ბა­ბუ­ა­ჩემ­მა რა­იხსტაგ­ზე დრო­შა აღ­მარ­თა"

მი­მო­წე­რა­ში ელე­ნა დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის იმე­დი და ახ­სე­ნებს ის­ტო­რი­ულ ფაქტს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ნაც­ნო­ბია:

"მა­მა­ჩე­მი ქარ­თვე­ლია, დიდი პაპა კი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გმი­რი იყო, მან საბ­ჭო­თა დრო­შა რა­იხსტაგ­ზე აღ­მარ­თა. ეს მაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ვი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“. გააგრძელეთ კითხვა