მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა - კვირის პალიტრა

მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელზე სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გამომძიებლების ინფორმაციით, 6 თებერვალს, მოსკოვში, ვოლოკოლამსკოეს გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, უცნობმა პირმა მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს“, - განაცხადა პეტრენკომ.

მისი თქმით, მიმდინარეობს მამაკაცის ძებნა, რომელმაც გენერალი დაჭრა. საქმე აღძრულია მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით.

ალექსეევს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა უკავია.

IPN