"ნიკა ციხეში არ მინახავს, ვერ გავამხნევებ, რადგან ძალიან მიჭირს" - რას ჰყვება ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია ოჯახზე
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ექიმმა ანზორ მელიამ სოციალურ ქსელში თავისი ძაღლის, კავკასიური ნაგაზის ვიდეო გაგვიზიარა. ბომბორა 1 წლის გახდა და სადაბადებისდღეო ნამცხვარზე ანთებული სანთლებიც ჩააქრო... ამ ვიდეოს დიდი მოწონება ჰქონდა, რადგან ძალიან სახალისო იყო, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა... ბატონ ანზორს ჩვენც შევეხმიანეთ, მოვიკითხეთ და მასთან ინტერვიუც ჩავწერეთ. თავიდან უარი გვითხრა, თუმცა ბოლოს მაინც დაგვთანხმდა...
- ბატონო ანზორ, როგორ ხართ? შვილს, ნიკა მელიას ნახულობთ?
- არ მინახავს. იქ რომ მიხვალ, უნდა გაამხნევო. ვერ გავამხნევებ იმიტომ, რომ ძალიან მიჭირს... ახლა, როცა თავის საუკეთესო წლები აქვს, ნიკა ციხეშია გამომწყვდეული... მე რა მიჭირს, ჩემი სამსახური მეხმარება, საქმით ვარ დატვირთული. მეუღლეა ცოდო... ჩემს შვილს ტელევიზიით მივმართე, - შვილო არ გიღალატებ. იმ დღეში არ ჩაგაგდებ, როგორც ზურა-გირჩი ჯაფარიძე ჩავარდა, დედის პანაშვიდზე ბადრაგმა რომ მიიყვანა. ამიტომ ჯანმრთელობას ძალიან ვუფრთხილდები. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ქურდობაზე და ბანდიტობაზე არ ზის და სამშობო სიყვარულის გამოა დაჭერილი.

- როგორც მითხარით, სახლი, რომელში ცხოვრობთ, უნდა დაინგრესო... რატომ?
- სახლი ჭონქაძის ქუჩაზე, რომელშიც ვცხოვრობთ, ინგრევა. ისტორიული შენობაა, ბოზარჯიანცის ცნობილი სახლია. გამგეობას უკვე ნაქირავებში გადავყავართ. ჩვენ გარდა სულ 25 მოსახლემდე იქნება. ვინაიდან ისტორიული სახლია, უნდა დაიშალოს, ქვები უნდა დაინომროს და საძირკველი რომ ჩაისხმება, ზუსტად ისევე უნდა აშენდეს, როგორც იყო. ამას სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდება. ვაჭარ ბოზარჯიანცს, რომელიც საკმაოდ მდიდარი კაცი იყო, სიგარეტის ქარხანა ჰქონდა დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ვერის საცურაო აუზია. ერთხელაც სიგარეტი ჩაუწვა და მერე ყოველ მეასე კოლოფში 100- მანეთიანები ჩადო. ხალხი ასე დააინტერესა, სიგარეტი გაყიდა და ასე გადარჩა. არჩვეულებრივი შენობა იყო. მესამე სართულზე 9 მეტრი სიმაღლის ჭერია... ამ სახლშია გადაღებული არაერთი ფილმი - „ქეთო და კოტე,“ „დათა თუთაშხია, „ნინო,“ “გაზაფხულის 17 გაელვება“... გააგრძელეთ კითხვა