"კვერცხზე ფასის შემცირება მაგალითია, როგორ შეიძლება ფასის დროებითი კორექცია სოციალური პასუხისმგებლობის აქტად შეფუთო - ფასის შემცირება იმ ბაზარზე გამოაცხადეს, სადაც ფასი რამდენიმე კვირის წინ გაიზარდა" - კვირის პალიტრა

"კვერცხზე ფასის შემცირება მაგალითია, როგორ შეიძლება ფასის დროებითი კორექცია სოციალური პასუხისმგებლობის აქტად შეფუთო - ფასის შემცირება იმ ბაზარზე გამოაცხადეს, სადაც ფასი რამდენიმე კვირის წინ გაიზარდა"

კვერცხზე ფასის 5%-ით შემცირება კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ფასის დროებითი კორექცია სოციალური პასუხისმგებლობის აქტად შეფუთო - ფასის შემცირება იმ ბაზარზე გამოაცხადეს, სადაც ფასი რამდენიმე კვირის წინ გაიზარდა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხს ჯერ პროდუქტი გაუძვირეს და ახლა ამბობენ, რომ აიაფებენ, - ამის შესახებ სოციალური ქსელში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნიკა ჩერქეზიშვილი წერს.

ჩერქეზიშვილის განცხადებით, კვერცხი იაფდება არა იმიტომ, რომ შემცირდა ხარჯი, გაიზარდა კონკურენცია ან გაუმჯობესდა წარმოების ეფექტიანობა, არამედ ადმინისტრაციული წნეხის გამო და თან იმ ზღვრამდე, რომლამდეც ბიზნესის მოგება უსაფრთხოდ იქნება დაცული.

ჩერქეზიშვილის აზრით, სხვა მიმართულებითაც აღნიშნული სქემის მულტიპლიკაცია მოხდება.

მისივე შეფასებით, მოგებულია მთავრობა და კომპანიები, მოტყუებულია - ხალხი.

„მეგობრებო, მინდა, ერთი შეხედვით, არც თუ ისე მასშტაბურ, მაგრამ სინამდვილეში, „ქართული ოცნების" დიდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მაქინაციას შევეხო, ე.წ. გაზრდილი ფასების შემცირებას, რომლის მომდევნო სერიაც დღეს კვერცხის „გაიაფებით" შემოგვთავაზეს.

ბევრი ნახავდით მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების („კოდა“, „კუმისი", „დილა" და „სავანეთი“) განცხადებას კვერცხზე ფასის 5%-ით შემცირების შესახებ.

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ფასის დროებითი კორექცია შეფუთო როგორც სოციალური პასუხისმგებლობის აქტი, მაშინ, როდესაც რეალური სურათი მოქალაქის ინტერესებს პრაქტიკულად არ ეხება.

დავიწყოთ საბაზისო ფაქტით: ფასის შემცირება გამოაცხადეს იმავე ბაზარზე, სადაც რამდენიმე კვირის წინ ფასი უკვე გაზრდილი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხს ჯერ გაუძვირეს პროდუქტი და ახლა ამბობენ, რომ აიაფებენ.

ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ფაქტობრივად უბრუნდება არა ძველ, არამედ ოდნავ შერბილებულ, მაგრამ მაინც გაძვირებულ რეალობას.

განსაკუთრებულ საყურადღებოა განცხადების ის ნაწილი, სადაც კომპანიები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით.

ეს პირდაპირ აჩენს კითხვას: თუ ფასი მცირდება მხოლოდ პოლიტიკური სიგნალის საფუძველზე, მაშინ რატომ გაიზარდა ის რამდენიმე კვირის წინ იმავე სახელმწიფოში, იმავე პრემიერ-მინისტრის პირობებში?

გააგრძელეთ კითხვა

IPN