"ვასილ კაძელაშვილის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს" - რას ამბობს ადვოკატი?
კადრები, რომელიც ერთადერთი მტკიცებულებაა, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ფეისბუქ“ გვერდზე ატვირთული ვიდეო, სადაც რამდენიმე ადამიანის პირადი, კერძო საუბარია ასახული. მაგრამ არ არის დასაბუთებული თუ როდის არის ეს კადრები გადაღებული, ან სად არის გადაღებული,- ამის შესახებ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა ან მასში მონაწილეობას ბრალდებით მსჯავრდებული ვასილ კაძელაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნით სიტყვაში, ასევე ხაზი გაესვა სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის პოზიციასაც, რომელშიც მითითებულია, რომ ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
„დასკვნითი სიტყვაში ხაზი გაესვა იმ ნაკლოვანებებს, რომელიც შესაბამისი უწყების მიერ საქმის წარმოების პროცესში იყო, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება. ასევე, ის, რომ ვასილ კაძელაშვილი გამართლდა სსსკ 225-ე მუხლში ეს არ არის საკმარისი. გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს გამოტანილი სსსკ 226-ე მუხლზეც. ასევე, დასკვნით სიტყვაში მითითებული იყო სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის პოზიციაც, რომელშიც მითითებულია, რომ ვასილ კაძელაშვილის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს.
კადრები, რომელიც ერთადერთი მტკიცებულებაა, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ფეისბუქ“ გვერდზე ატვირთული ვიდეოა, სადაც რამდენიმე ადამიანის პირადი, კერძო საუბარია ასახული. მაგრამ არ არის დასაბუთებული თუ როდის არის ეს კადრები გადაღებული, ან სად არის გადაღებული. ასევე, არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ვიდეოში ასახულმა საუბარმა, შემდგომ რაიმე გავლენა იქონია ვინმეს ქმედებაზე. ამიტომ ეს ვიდეო არანაირი ინფორმაციის მატარებელი არ არის სასამართლოსთვის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე პირი საუბრობს“,- განაცხადა რევაზ აჭარაძემ.
IPN