"პირველად ვხედავთ" - რას ამბობს მელიტონ ქანთარიას შვილი ელენა ქანთარიაზე, რომელიც ეპშტეინის ფაილების მიხედვით, ომის გმირის შთამომავლობას იჩემებდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გასაჯაროებული ახალი მასალები წარმოუდგენელ დეტალებს ჰფენს შუქს. დოკუმენტებში, რომლებიც მსოფლიო ელიტის ბნელ მხარეებს ასახავს, ფიგურირებს მიმოწერები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს. მათ შორის ყველაზე სკანდალური ელენა ქანთარიას ეპიზოდია.
ვინ არის ელენა ქანთარია და რა კავშირი აქვს მას ეპშტეინთან?
გამოქვეყნებული ფაილების მიხედვით, ელენა ქანთარია, რომელიც რუსეთში მოღვაწე მოდელი იყო, ქალაქ სამარადან. ის ჯეფრი ეპშტეინთან რეგულარულ და ნდობით აღსავსე ურთიერთობაში იმყოფებოდა. მათი მიმოწერა 2017-2019 წლებს მოიცავს და ცხადყოფს, რომ მილიარდერი მოდელს პირადი საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა.
2019 წლის 5 მარტს ელენა ეპშტეინს სწერს:
"ისრაელის შემდეგ საქართველოში მივფრინავ. ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობაზე შევიტანო განაცხადი“.
ციალა ქანთარია: "ჩემი შვილები ამას არასოდეს იკადრებდნენ"
Ambebi.ge დაუკავშირდა მელიტონ ქანთარიას ქალიშვილს, ქალბატონ ციალა ქანთარიას, რათა გაერკვია, რეალურად ვინ არის ეპშტეინის ფაილებში აღმოჩენილი მოდელი
- მამაჩემი ჯვარში დაიბადა და გაიზარდა. არავინ არ გვყავს რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, თან სამარაში. ადრე ერთი ბიჭიც იჩემებდა მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი ვარო, მაშინ ვუთხარი, რომ თუ არ უარყოფდა, საჯაროდ განცხადებას გავაკეთებდი. ჩემი შვილები არ ახსენებენ ისე ხშირად ვისი შვილიშვილები არიან, როგორც სხვები იჩემებენ. გააგრძელეთ კითხვა