მი­ლან­ში ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­თან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და - კვირის პალიტრა

მი­ლან­ში ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­თან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და

მი­ლან­ში ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­თან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას "დო­ი­ჩე ველე“ ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შა­ბათს სა­ღა­მოს მი­ლან­ში, ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის მახ­ლობ­ლად გა­მარ­თუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბით დას­რულ­და.

დე­მონ­სტრა­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა მსვლე­ლო­ბის ბო­ლოს პო­ლი­ცი­ა­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მცი­რე ჯგუფს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და.

დე­მონ­სტრან­ტებ­მა პო­ლი­ცი­ას ქვე­ბი ეს­რო­ლეს, ხოლო პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მათ და­საშ­ლე­ლად წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს.

ambebi.ge