რუსებმა ხერსონს დაარტყეს, არიან დაშავებულები - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია? - კვირის პალიტრა

რუსებმა ხერსონს დაარტყეს, არიან დაშავებულები - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია?

რუსებმა ხერსონს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა კორაბელნის რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც, 8 ქალი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებულთაგან ორი მათგანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულებს თავის ტრავმები და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ.

"ინტერპრესნიუსი"