მაყუჩიანი „მაკაროვიდან“ გასროლილ სამ ტყვიას გადარჩენილ რუს ტოპ-გენერალზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს... - კვირის პალიტრა

მაყუჩიანი „მაკაროვიდან“ გასროლილ სამ ტყვიას გადარჩენილ რუს ტოპ-გენერალზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს...

რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-მ დუბაიში დააკავა და ექსტრადაცია მოახდინა 66 წლის რუსეთის მოქალაქის ლიუბომირ კორბასი, რომელიც ეჭვმიტანილია ორი დღის წინ მოსკოვში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერლის მკვლელობის მცდელობაში...

6 იანვარს, დილაუთენია, მოსკოვის ერთ-ერთი თანამედროვე და პრესტიჟული საცხოვრებელი კორპუსის 24-ე სართულის ბინიდან გამოსულ მამაკაცს ლიფტის ბაქანზე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილს დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ის გადარჩა...

blogisfoto2-1770546024.jpg
გენერალს სავარაუდოდ ამ მაყუჩიანი „მაკაროვიდან“ ესროლეს, რომელიც ეჭვმიტანილმა ...თოვლის გროვაში შეჩურთა...

მოსკოვში ყოველდღიურად იმდენი მსგავსი დანაშაული ხდება, რომ ესეც ერთ-ერთ მორიგ შემთხვევად ჩაითვლებოდა რუსეთის დედაქალაქის კრიმინალურ ცხოვრებაში, რომ არა დაზარალებულის პიროვნება...

ის აღმოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 65 წლის გენერალ -ლეიტენანტი და რუსეთის გმირი ვლადიმირ ალექსეევი, მაგრამ მთავარი გახლდათ თუ რა თანამდებობა ეკავა მას რუსეთის გენერალიტეტის იერარქიაში-ის 15 წელია გახლავთ რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, იგივე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს -„გე-ერ-უ“-ს უფროსის პირველი მოადგილე!

ანუ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი სპეცსამსახურის -„ გე-ერ-უ“-ს,რომლის რეალური შიში დასავლეთს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოჰყვება, თანამდებობით მეორე კაცზე, რასაც ერთი მხრივ დიდ სირცხვილად გამოჩნდა რუსული სამხედრო დაზვერვის საერთაშორისო იმიჯისთვის, ხოლო მეორე მხრივ კი გამოიწვია „გე-ერ-უ“-ს „აბობოქრება“...

გენერალი ალექსეევი, თავის სხვა მზვერავი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ ნაკლებად აფიშირებულნი იყვნენ, წლებია მედიის ყურადღების ეპიცენტრშია(ბრიტანეთში „ნოვიჩოკის“ სპეოპერაციის განხორციელებს ხელმძღვანელადაც მას მოიაზრებენ), განსაკუთრებით კი იმ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, როდესაც 2023 წლის 23-24 ივნისის სამხედრო აჯანყების მცდელობისას, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი (რომელიც თანამებრძოლებთან ერთად ტანკებითა და ჯავშანმანქანებით შეიჭრა დონის როსტოვში მდებარე რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში) კატეგორიულად მოითხოვს მისთვის...რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუსა და გენშტაბის უფროსის გერასიმოვის „თავების გადაცემას“, ხოლო კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი გენერალი ალექსეევი სიცილით პასუხობს „წაიყვანე“...

blogisfoto3-1770546047.jpg
რუს გენერალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ექსტრადაცია დუბაიდან...

სწორედ ალექსეევი გახლდათ „გე-ერ-უ“-დან მთავარი კოორდინატორი, რომელიც 2010-2020-იან წლებში ქმნიდა „ვაგნერისა“ და „რედუტის“ კერძო სამხედრო კომპანიებს, მათი ჯერ აფრიკასა და სირიაში, ხოლო ბოლოს კი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, თუმცა მანამდეც მონაწილებდა „გე-ერ-უ“ მიერ განხორციელებულ ბევრ საიდუმლო სპეცოპერაციის დაგეგმვა-განხორციელებაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტისა და ინტერესების საწინააღმდეგოდაც...

შესაბამისად, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ამ რუს ტოპ-გენერლის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის კილერების მთელი „რიგი“ დამდგარიყო და არა მარტო უკრაინიდან,რადგან რუსეთის მხარეს მებრძოლი,ყოფილი „ვაგნერის“,ასევე „ესპანიოლას“(მისი მეთაური ერთი თვის წინ სახლში დახვრიტეს რუსმა სპეცრაზმელებმა) წევრებს ბევრი კითხვა დაუგროვდათ სწორედ გენერალ ალექსეევის მიმართ...

ასე იყო თუ ისე, რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალზე ოპერატიულად გამოავლინეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რაშიც მათ ქუჩის სათვალთვალო კამერები დაეხმარათ, რომელთა მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კაპიუშონიანი მამაკაცი თოვლის გროვაში რაღაც საგანს მალავს, რომელიც შემდეგ...მაყუჩიანი „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი აღმოჩნდა სამი ვაზნით...

თავად ეჭვმიტანილი კი,ადრევე ნაყიდი ბილეთით, რამდენიმე საათში დუბაიში გაფრინდა, რაც ეტყობა მისი ყველაზე დიდი შეცდომა გახლდათ(ისევე როგორც, დანაშაულის შესრულების საშუალების-მაყუჩიანი „მაკაროვის“ შეჩურთვა თოვლის გორაში, მაშინ როდესაც მისი თავიდან მოცილების ბევრად უკეთესი საშუალებები არსებობდა)

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი ლიუბომირ კორბა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მას გაუხსენეს, რომ 1960 წელს დაბადებულია უკრაინის ტერნოპოლის ოლქში, შესაბამისად რუსეთის პროპაგანდა ამ გახმაურებელ საქმეში, ბუნებრივია სწორედ უკრაინის მხარეს დასდებს ბრალს,მითუმეტეს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელ სამხედროებსა და სპეცსამსახურებს უკვე ჰყავთ ლიკვიდირებული 19 რუსი მოქმედი და თადარიგის გენერალი...

ისე,ინფორმაციისთვის-თავად დაზარალებულიც, რუსი გენერალი ალექსეევი,1961 წელს უკრაინაშია დაბადებული, ვინიცის ოლქში...