საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე გარდაიცვალა - რას წერს მეგობარზე მიშა მესხი? - კვირის პალიტრა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე გარდაიცვალა - რას წერს მეგობარზე მიშა მესხი?

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მიშა მესხი ავრცელებს. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

"ეჰ ბექა, კიდევ ერთი მაგარი ძმა დავკარგე," - წერს მიშა მესხი.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს ზურა ხა­ჩი­ძეც.

“სი­ცო­ცხლით სავ­სე ქარ­თვე­ლი კაცი და ძმა დავ­კარ­გეთ ყვე­ლამ! რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი?!

ბექა, სიზ­მარ­ში მგო­ნია თავი 2 დღის წინ არ გე­ლა­პა­რა­კე,“ - წერს მომ­ღე­რა­ლი.

უც­ნო­ბია ბექა გო­ცი­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ის 2005 წლი­დან 2009 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ გუნდში, თავ­დამ­სხმე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და. ბოლო დროს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს.