მედია პსჟ-ს ფეხბურთელების ხელფასებს აქვეყნებს - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია და ვის აქვს გუნდში ყველაზე მაღალი ანაზღაურება
Le Parisien-მა გამოაქვეყნა "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელების ხელფასები 2025-2026 წლების სეზონისთვის,
ყველაზე მაღალი ანაზღაურება უსმან დემბელეს აქვს - 1.56 მილიონი ევრო.

რაც შეეხება პარიზული გუნდის ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, მისი ანაზღაურება ყოველთვიურად 910 000 ევროა. ყველაზე მცირე ანაზღაურება, რუს მეკარეს, მატვეი საფონოვს აქვს - 250 000 ევრო.