მსოფლიოს საუკეთესო „ათიანიდან“ პატიმარ №194-მდე - კვირის პალიტრა

მსოფლიოს საუკეთესო „ათიანიდან“ პატიმარ №194-მდე

რონალდო დე ასის მორეირა, იგივე რონალდინიო

მისი სრული სახელია რონალდო დე ასის მორეირა, თუმცა როდესაც პირველად შეუერთდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, გუნდში უკვე იყო ერთი რონალდო - რონალდო ნაზარიო. დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად უმცროსმა რონალდომ გადაწყვიტა ამიერიდან ცნობილი ყოფილიყო როგორც რონალდინიო, პორტუგალიურად კი ღონალდინჰო სიტყვასიტყვით "პატარა რონალდოს" ნიშნავს.

დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ფართოდ­ ცნობილი როგორც რონალდინიო გაუჩო ან უბრალოდ, რონალდინიო, ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც შემტევ ნახევარმცველად ან მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული. კარიერის განმავლობაში ორჯერ მოიგო ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და "ოქროს ბურთი". რონალდინიო არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ერთდროულად მსოფლიო ჩემპიონატი, "კოპა-ამერიკა", კონფედერაციების თასი, ჩემპიონთა ლიგა, "კოპა-ლიბერტადორესი" და "ოქროს ბურთი". როგორც გლობალური სპორტული კერპი, ცნობილი იყო ოსტატური დრიბლინგით, საჯარიმო დარტყმების სიზუსტით, ტექნიკური ილეთებით,­ ფინტებით, უკანა ხედვის გარეშე პასებითა და გოლების გატანისა და საგოლე მომენტების შექმნის უნარით. ასევე ცნობილი იყო მეტსახელით O Bრუხო ("ჯადოქარი").

კარიერის განმავლობაში რონალდინიო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ სპორტსმენად ითვლებოდა, მისი საკლუბო და სანაკრებო კარიერა კი იმდენად მრავალფეროვანია, როგორც მის მიერ "მოგონილი" ილეთები მოედანზე.…

"გრემიო" (1998-2001):

კარიერა დაიწყო ბრაზილიაში, სადაც თავიდანვე დაჩრდილა ყველა თანაგუნდელი ასაკის განურჩევლად.

"პარი სენ-ჟერმენი" (2001-2003):

ევროპაში გადავიდა და სწრაფად იქცა "ლიგა 1"-ის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. სწორედ "პსჟ"-ში მიიქცია მან მისი კარიერის საუკეთესო კლუბის "ბარსელონას" ყურადღება.

"ბარსელონა" (2003-2008):

რონალდინიო მოედანზე ლამის დაფრინავდა და ეს მისი კარიერის უდავო პიკი იყო: მოიგო "ლა ლიგა" ზედიზედ ორჯერ (2005, 2006) და უეფას ჩემპიონთა ლიგა (2006), ხოლო 207 მატჩში 98 გოლი გაიტანა.

ცნობილი მოსაზრებაა ისიც, რომ ვარსკვლავად სწორედ "ბარსელონაში" ჩამოყალიბდა და გულშემატკივრების დიდი არმიაც შეიძინა. "ბარსელონაში" იმდენად­ უყვარდათ, როდესაც იტალიაში გადა­ვიდა და "მილანს" შეუერთდა (2008-2011) ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში, რომელიც სწორედ­ "ბარსელონას" წინააღმდეგ მის ყოფილ სახლად წოდებულ "კამპ ნოუზე"­ უნდა ჩაეტარებინა, "ბარსას" კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ის გუნდთან ერთად ფოტოს გადასაღებადაც მიიწვია, ასეთი რამ კი იშვიათია.

გაუჩოს ცნობილი ღიმილი ნელ-ნელა ქრება…

ade7bba2-02b2-41d2-aca9-ad88439ac857-1770572954.jpg

2010-11 წლების სეზონში სერია A-ს ჩემპიონი გახდა, მისი კარიერა "მილანში" იმაზე ხანმოკლე და ნაკლებად ფერადი აღმოჩნდა, ვიდრე გულშემატკივრები წარმოიდგენდნენ.…

შემდგომ კი იყო კლასიკური ბრაზილიური "მეტი შეეძლო და მოტივაცია აკლდა" სცენარის გაგრძელება და ბრაზილიაში/ამერიკაში დაბრუნება (2011-2015):

ითამაშა "ფლამენგოში", "ატლეტიკო მინეიროში" (2013 წელს მოიგო "კოპა-ლიბერტადორესი"), "კერეტაროში" (მექსიკა) და "ფლუმინენსეში".

საერთაშორისო კარიერა

ბრაზილია (1999-2013):

იყო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის­ გამარჯვებული გუნდის მნიშვნელოვანი წევრი, რონალდოსა და რივალდოს გვერდით; მოიგო 1999 წლის "კოპა ამერიკა" და 2005 წლის ფიფას კონფედერაციების თასი.

მთავარი ინდივიდუალური ჯილდოები:

ოქროს ბურთი (Bალლონ დ’Oრ): 2005

ფიფას "წლის საუკეთესო ფეხბურთელი": 2004, 2005

უეფას "წლის საუკეთესო საკლუბო ფეხბურთელი": 2005-2006

რონალდინიო გულშემატკივრებისთვის­ იმ სპორტსმენად დარჩა, ვისი ფორმის პიკში ხილვაც არ ეყოთ და ყველას უფრო მეტი და მეტი სურდა მისგან. მას ბევრი სულელური შეცდომა აქვს დაშვებული მოედნის მიღმა, ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული კი ალბათ მისი და "კოკა-კოლას" გაწყვეტილი კონტრაქტის ამბავია - 2012 წელს "კოკა-კოლამ" ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდინიოსთან წლიურად დაახლოებით 750.000 დოლარის ღირებულების სპონსორული კონტრაქტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის პრესკონფერენციაზე "პეპსის" სვამდა. ინციდენტი მისი "ატლეტიკო მინეიროში" წარდგენის დროს მოხდა და ბრენდის წარმომადგენლებმა მას "ბოლო წვეთი" უწოდეს, მით უმეტეს, რომ კომპანია უკვე ფიქრობდა თანამშრომლობის­ დასრულებაზე ფეხბურთელის სუსტი თამაშისა და ნეგატიური საჯარო იმიჯის გამო. როგორც "კოკა-კოლას" მარკეტინგის ხელმძღვანელმა მარსელო პონტესმა განაცხადა, ეს ქმედება პარტნიორობას "უხერხულს" ხდიდა. ასე დაკარგა რონალდინიომ კონტრაქტი, რომელიც 2014 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო და წლიურად დაახლოებით 750.000 დოლარს შეადგენდა. საქმე მხოლოდ სასმელის არჩევანს არ ეხებოდა. იმ პერიოდში "კოკა-კოლა" უკვე უკმაყოფილო იყო რონალდინიოს სათამაშო ფორმით და მის გარშემო არსებული ნეგატიური საჯარო ყურადღებით. მისი დაუდევრობა მხოლოდ პირად სპონსორებთან არ იჩენდა თავს და ხშირად კანონთანაც ჰქონდა პრობლემები და ეს ალბათ, ბრაზილიური ფაველების გავლენაც იყო.…

რონალდინიო გაუჩოს "დიდების დაცემა"

ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეული, "ოქროს ბურთის" მფლობელი და მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთელი, პოსტსაფეხბურთო კარიერაში სამართლებრივ პრობლემებსა და ფინანსურ კრახს შეეჯახა. თუ კარიერის პიკზე ის Fჩ Bარცელონა-სა და ბრაზილიის ნაკრებში მაყურებელს აჯადოებდა, მისი შემდგომი წლები დისციპლინის ნაკლებობით, ფინანსური შეცდომებითა და 2020 წელს პარაგვაიში პატიმრობით აღინიშნა.

2006 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიოს დღის წესრიგი ვარჯიშების ნაცვლად გვიანი ღამის ხშირმა წვეულებებმა ჩაანაცვლა. მწვრთნელები, მათ შორის "მილანის" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, უკმაყოფილო იყვნენ მისი საქციელით. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო კარიერის დროს მილიონებს შოულობდა სარეკლამო კონტრაქტებით (Nიკე, Pეპსი, ჩოცა-ჩოლა), პენსიაზე გასვლის შემდეგ სამართლებრივი პრობლემები დაუგროვდა.

2018 წელს მან საჯაროდ უარყო გავრცელებული ცნობა, თითქოს ერთდროულად ორ ქალზე ქორწინდებოდა, რაც ბრაზილიაში კანონდარღვევაა; 2013 წელს დაჯარიმდა ბრაზილიაში დაცულ ტბაზე სათევზაო პლატფორმის უკანონო აშენებისთვის და ამისთვის ჯარიმების და ვალების სახით 3 მილიონ დოლარზე მეტი დაუგროვდა.

2018 წელს გავრცელებული ინფორმაციით, მის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 5 გირვანქაზე მეტი (დაახლოებით 7 დოლარი) იყო. მას ჩამოართვეს ბრაზილიური­ და ესპანური პასპორტები, ხოლო 57 უძრავი ქონება დაუყადაღეს. 2020 წლის მარტში რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი, პარაგვაიში დააკავეს, რადგან ქვეყანაში ყალბი პასპორტებით შედიოდნენ. ალბათ საინტერესო სანახავი იქნებოდა პასპორტკონტროლზე მდგარი საქვეყნოდ ცნობილი რონალდინიო, რომელმაც ჩანს, იფიქრა, იმდენი დრო გავიდა, აღარავის ვემახსოვრებიო, მაგრამ მწარედ შეცდა.…მან პარაგვაის ციხეში 32 დღე გაატარა, მათ შორის მე-40 დაბადების დღეც.

1990-იანი წლების ბოლოს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიჩნეული კარლოს გამარა რონალდინიოს აღზევებას ბრაზილიაში ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუმცა მათ შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ურთიერთობა, რასაც ახლო მეგობრობას უწოდებენ. მიუხედავად ამისა,­ როდესაც პარაგვაელმა ლეგენდამ შეიტყო,­ რომ "ბარსას" ყოფილი ვარსკვლავი ასუნსიონში ციხეში მოხვდა, პატივისცემის გამოსახატად მისი მონახულება საჭიროდ ჩათვალა. გამარამ მთელი დილა გაატარა რონალდინიოსთან ერთად ქვეყნის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში, Aგრუპაციონ Eსპეციალიზადა-ში და იმ დღიდან ერთი სურათი დაამახსოვრდა: "გამაოცა იმ ბავშვების რაოდენობამ,­ რომლებიც მის გარშემო იყვნენ, ფოტოებსა­ და ავტოგრაფებს სთხოვდნენ. ყველამ ვიცით, რომ ის გლობალური ვარსკვლავია, მაგრამ ამან მაინც გამაკვირვა", - ამბობს გამარა.

მართლაც, ციხის წინ ყოველდღე იკრიბებოდნენ ბავშვები იმ იმედით, რომ ციხეში შეუშვებდნენ და ბრაზილიელთან სელფის გადაღებას შეძლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ძალიან პატარა იყო, რომ ხსომებოდა რონალდინიოს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ან 2005 წლის "ოქროს ბურთი".

რონალდინიოს ციხეში ყოფნის პირველ კვირებში ციხის უფროსმა ბლას ვერასმა "რონალდინიოს მინიტური" მოუწყო­ - ახალგაზრდა გულშემატკივრებს რამდენიმე წუთით შეეძლოთ მასთან შეხვედრა ციხის ეზოში. "კორონავირუსის კრიზისის გამო ამის გაგრძელება ვეღარ შევძელით. სამწუხარო იყო, რადგან რონალდინიოს სიამოვნებდა ბავშვების გარემოცვაში ყოფნა", - ამბობს ციხის უფროსი.

ფეხბურთის სამყაროს მმართველი, თავისი ფართო ღიმილით (ლიონელ მესისა­ და კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენამდე), რონალდინიო, 2018 წელს პენსიაზე გასვლის მიუხედავად, კვლავ პოპულარული ფიგურაა. თუმცა, როდესაც მარტში 40 წელი შეუსრულდა, ზეიმი მხოლოდ მისი, მისი ძმისა და ადვოკატის მიერ ციხის საკანში შეტანილი ტორტისგან შედგებოდა.

Aგრუპაციონ Eსპეციალიზადა-ს ციხეში პატიმრებს ყოველდღიურად კოღოებთან უწევთ­ ბრძოლა და არსებობს ,,დენგეს ცხელების­ რისკიც", ხოლო ციხის სამი ბლოკიდან ერთში განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები­ სხედან. საბედნიეროდ, რონალდინიო დროის დიდ ნაწილს სხვა ზონაში ატარებდა, სადაც 25 პატიმარი იყო და პრივილეგიებიც ჰქონდა, მათ შორის ტელევიზორი საკანში. მან საკანში უყურა მადრიდის "ატლეტიკოს" 3:2 გამარჯვებას "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში.­ ციხეში გატარებული იმ 32 დღის განმავლობაში ახალგაზრდობაც გაიხსენა და როგორც ციხის შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა და გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა ჯილდოდ გოჭი მოიგო. მისი ადვოკატების არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ პარაგვაელმა მოსამართლემ გადაწყვიტა მისი გათავისუფლება და შიდაპატიმრობაში გადაყვანა მას შემდეგ, რაც მან და მისმა ძმამ გირაოდ 1.6 მილიონი დოლარი გადაიხადეს და ქვეყნის დატოვებაზე უარი თქვეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება­ მას ჭჰატსAპპ-ის ვიდეოზარით გააცნო. ზარის ბოლოს, თავზე ტრადიციული შავი ბერე­ტ­ით,­ რონალდინიომ, უბრალოდ, ხელი ჩაიქნია და გაიღიმა. როგორც რონალდინიოს ადვოკატმა ადოლფო მარინმა თქვა, ბრაზილიელი ვარსკვლავი ფიქრობდა, თითქოს პასპორტი და დოკუმენტები "საჩუქრად" მიიღო. "მან არ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა. ის ცოტა გულუბრყვილოა",­ - უთხრა ადვოკატმა მარინმა ბრაზილიურ მედიას.

ეს სიტყვები შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რონალდინიოს ახლო წრისთვის სულაც არ არის გასაკვირი.

რონალდინიომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალგაზრდა ლიონელ მესის ჩამოყალიბებაში "ბარსელონაში". სწორედ მისი დამსახურებაა საგოლე გადაცემა მესის პირველი ოფიციალური გოლისთვის 2005 წელს. რონალდინიომ იწინასწარმეტყველა მესის მომავალი სიდიადე. ახლო მეგობრობამ, ხანმოკლე, მაგრამ დაუვიწყარმა პარტნიორობამ (2004-2008) ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მომავალი ლეგენდის მენტორად აქცია. როდესაც 16-17 წლის მესი პირველად გუნდში მივიდა, რონალდინიო დაეხმარა მას ადაპტაციაში... რონალდინიომ ძალიან ადრე დაინახა მესის პოტენციალი და თანაგუნდელებს ეუბნებოდა, რომ ახალგაზრდა არგენტინელი მასზე უკეთესი გახდებოდა. რონალდინიომ თავისი საგოლე პასით ახალ ლეგენდას ჩაუყარა საფუძველი, თუმცა ეს უკვე სხვა გენიალური ისტორიის დასაწყისია.

ნიკოლოზ თევდორაშვილი