"თუთბერიძის ქალიშვილმა აირჩია საქართველო? ჰოდა, მოითმინოს" - რუსი კომენტატორი დმიტრი გუბერნიევი
რუსი სპორტული კომენტატორი და ტელეწამყვანი დმიტრი გუბერნიევი, რომელიც ამჟამად ქვეყნის სპორტის მინისტრის, მიხაილ დეგტიარევის მრჩეველია, ოლიმპიადაზე დიანა დევისის ნათქვამს გამოეხმაურა.
ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი დიანა დევისი 2023 წლიდან თავის მეუღლესთან, გლებ სმოლკინთან ერთად ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობს.
23 წლის დევისმა ოლიმპიურ სოფელში არსებული სიტუაციის გამო უკმაყოფილება გამოთქვა: „მე ასთმა მაქვს. ჩემს ტუალეტთან ზევით თუ ქვევით სიგარეტს ეწევიან“. სმოლკინმა განაცხადა: „დავადგენთ. რადგან თუთუნის სუნი დგას. ამიტომ ყოველმხრივ მაქსიმალურად არაკომფორტულია“.
vseprosport-ის საიტთან კომენტარი გუბერნიევმა გააკეთა: „თუთბერიძის ქალიშვილს რომ რუსეთის სახელით ეასპარეზა, ოლიმპიურ სოფელში ეს პრობლემა არ შეექმნებოდა, რადგან ამ ოლიმპიადის განაცხადში არ იქნებოდა. ყველა თავის არჩევანს აკეთებს. გააკეთე არჩევანი - მოითმინე. ბოლოს და ბოლოს თავად მოაწესრიგეთ და გაანიავეთ ოთახი. ოლიმპიური სოფელი არსად არ არის კომფორტული, დროა ამას შეეგუოთ. კი არ უნდა იწუწუნოთ, არამედ გაიხაროთ. თუ რაიმე არ მოგწონს, ადექი და შეცვალე, ძვირფასო ამხანაგო დევის“.