"ის ცნობილი თარიღიც კი, რომელიც ჩვენთან ოჯახის სიწმინდის თარიღად გამოვაცხადეთ, ამერიკაშიც ლოცვის თარიღად გამოცხადდა" - თენგიზ შარმანაშვილი - კვირის პალიტრა

"ის ცნობილი თარიღიც კი, რომელიც ჩვენთან ოჯახის სიწმინდის თარიღად გამოვაცხადეთ, ამერიკაშიც ლოცვის თარიღად გამოცხადდა" - თენგიზ შარმანაშვილი

აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ქართულ - ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, გამოსწორება ძალიან რთული იქნება - ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

„ერთია რას ვიტყვით ჩვენ და ჩვენი პრეზიდენტი, მეორეა რას იტყვის თავად ამერიკის საგარეო უწყება. მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შედგა და ამ ნაბიჯებს როგორც წინ გადადგმულს ისე უყურებენ. ასეთი განცხადებები ამერიკელების მხრიდან ოპტიმიზმს გვმატებს - ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა დაძლევად პროცესში ურთიერთობების გადატვირთვა, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ „აუცილებლად, რადგან ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მსოფლმხედველობა საქართველოსას დეტალებშიც კი ემთხვევა“.

„ის ცნობილი თარიღიც კი, რომელიც ჩვენთან ოჯახის სიწმინდის თარიღად გამოვაცხადეთ, იქაც ლოცვის თარიღად გამოცხადდა. დეტალების დონეზეც კი საერთო მსოფლმხედველობა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს.

საქმის გაფუჭებაა ადვილი, თორემ შემდეგ ამის შემოტრიალება რთულია. აქ ურთიერთობები ერთჯერადად კი არა მთელი სპექტრით გაფუჭდა, მაგრამ ნელ-ნელა ვიწყებთ აღდგენას“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

განაგრძე კითხვა