ხარკოვში რუსულმა დრონმა ქალი და 10 წლის ბიჭი მოკლა - კვირის პალიტრა

ხარკოვში რუსულმა დრონმა ქალი და 10 წლის ბიჭი მოკლა

უკრაინის ხარკოვის ოლქში რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული დარტყმის შედეგად ქალი და ბავშვი დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქ ბოგოდუხოვში კერძო სექტორს დრონებით შეუტიეს. ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობა მთლიანად განადგურდა.

„ნანგრევებიდან ორი დაღუპულის, ქალის და 10 წლის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა