"ექიმი ჩამოვიდა განერვიულებული, დანა ეჭირა ხელში და ვერაფრით წავართვით" - რა მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში - კვირის პალიტრა

"ექიმი ჩამოვიდა განერვიულებული, დანა ეჭირა ხელში და ვერაფრით წავართვით" - რა მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში

მედიკოსების ინფორმაციით, ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში ექიმს, სავარაუდოდ, კლინიკის დირექტორთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგად დანით თავის მოკლა სცადა.

მათივე ცნობით, ექიმი განერვიულებული იყო.

„კონფერენციის შემდეგ ჩამოვედი დაბლა, რათა პაციენტებისთვის მიმეხედა. ინდირა ექიმი ჩამოვიდა განერვიულებული. დანა ეჭირა ხელში და ვერაფრით წავართვით. ანერვიულებული იყო. ბატონი კახა ჩამოვიყვანე და „თვალით არ დამენახოსო“. სავარაუდოდ, მათ შორის შელაპარაკების საფუძველზე მოხდა ეს, შეეცადა თავის მოკვლას“, - აღნიშნავს მედიკოსი „ტვ პირველთან“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა