"სიგიჟეა და არ შეიძლება, რომ ადამიანის სიკვდილი გვანიჭებდეს სიხარულს" - ვადო მაჭავარიანი ბექა გოცირიძის გარდაცვალებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"სიგიჟეა და არ შეიძლება, რომ ადამიანის სიკვდილი გვანიჭებდეს სიხარულს" - ვადო მაჭავარიანი ბექა გოცირიძის გარდაცვალებას ეხმაურება

8 თე­ბერ­ვალს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი, ბექა გო­ცი­რი­ძე. 37 წლის სპორ­ტსმე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

ის 2005-2009 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი გუნ­დე­ბის ერთ-ერთ იმე­დის­მომ­ცემ თავ­დამ­სხმე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, ბოლო პე­რი­ოდ­ში იგი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხში­რად გა­მო­ხა­ტავ­და.

მომ­ხდარს უკვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ რო­გორც სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი. კერ­ძოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის "სარ­თუ­ლი - ახა­ლი თა­ო­ბის ძალა“ ლი­დერ­მა, ვადო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ხაზი გა­უს­ვა, რომ სიკ­ვდილ­თან ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა სრულ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გარ­დაც­ვლი­ლის მი­მართ ეთი­კუ­რი მო­პყრო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ბექა გო­ცი­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა; და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ბოლო დროს გა­და­კი­დე­ბუ­ლი იყო ჩემ­ზე და ჩვენ­ზე, ყვე­ლა მე­ო­რე ვი­დე­ო­ში მახ­სე­ნებ­და, გვახ­სე­ნებ­და უზ­რდე­ლუ­რად, მა­ინც მინ­და ვთქვა, რომ სი­გი­ჟეა და არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გვა­ნი­ჭებ­დეს სი­ხა­რულს.

ამი­ტომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩვენ გვის­მენთ, ჩვენ გვენ­დო­ბით და ვინც ჩვე­ნი ვი­დე­ო­ე­ბი­დან გა­ი­ცა­ნით ის უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში, ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ ნუ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს ცუ­დად და მოდი, ვუ­თხრათ სა­კუ­თარ თა­ვებს უბ­რა­ლოდ ის, რომ ცხონ­დეს ყვე­ლა ისე, რო­გორც და­იმ­სა­ხუ­რა.

პი­რა­დად ჩე­მის მხრი­დან, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო იმ ორ მო­ხუც ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც ის შვი­ლი იყო და ასე­ვე ბავ­შვს, პა­ტა­რას, ვის­თვი­საც ის მამა იყო. მოდი ვი­ფიქ­როთ, ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბი არი­ან და არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ. ვრცლად