“ეი, ოლიმპიადა, რა სჭირს მედლებს?“ - რა­ტომ გა­უ­ტყდა რამ­დე­ნი­მე სპორ­ტსმენს ახ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბი? - კვირის პალიტრა

“ეი, ოლიმპიადა, რა სჭირს მედლებს?“ - რა­ტომ გა­უ­ტყდა რამ­დე­ნი­მე სპორ­ტსმენს ახ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბი?

მი­ლან­ში გა­მარ­თუ­ლი ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­არ­კვევს, რა­ტომ გა­უ­ტყდათ რამ­დე­ნი­მე სპორ­ტსმენს ახ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბი.

კვი­რას ორმა ამე­რი­კელ­მა ოქ­როს­მე­და­ლო­სან­მა: ბრი­ზი ჯონ­სონ­მა და ალი­სა ლიუმ გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ი­დან მა­ლე­ვე მათ მედ­ლებს სა­კი­დე­ბი მოს­ძვრა.

სამ­თო მო­თხი­ლა­მუ­რე ჯონ­სონ­მა, რო­მელ­მაც სწრა­ფი დაშ­ვე­ბის შე­ჯიბრში გა­ი­მარ­ჯვა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მედ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე იჩივ­ლა.“აი მე­და­ლი, აი სა­კი­დი ეს კი ის დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც მე­დალს სა­კიდ­ზე უნდა ამაგ­რებ­დეს და ჰო, ის მოს­ძვრა,“ - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მო­ცი­გუ­რა­ვე ალი­სა ლიუმ, რო­მელ­მაც აშშ-ის ნაკ­რე­ბის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად გუნ­დურ ტურ­ნირ­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, მსგავ­სი პრობ­ლე­მა ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში აღ­წე­რა. ვრცლად