"ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს, ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე"
ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს, ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე, - ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, დრო არ ითმენს, რადგან „დახრჩობის შიშით შეპყრობილი რეჟიმი მთელს ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს“.
„ვერშემდგარი აკადემიური ქორწინების დრამაზე, ზოგადად- განათლების „რეფორმაზე“, კორუფციასთან და მაღალ ფასებთან „დაუნდობელ ბრძოლაზე“, „ქვეყნის ინტერესების საბოტაჟის“ საქმეებზე, რომელიც ხვალ იწყება და სხვა, ქვეყნის მართვის იმიტირებულ პროცესებზე...
ამ იმიტირებულ „ქოცურ“ სიურრეალიზმის მიღმა, ნამდვილ, ხილულ და „გაზომვად“ სამყაროში, ის, რაც მხოლოდ ქართველი პატრიოტების სურვილი იყო, რეალობად თუ არა, რეალურ შესაძლებლობად იქცა.
სულ ხუთი წლის წინ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ სურვილი იყო, დღეს-ევროპის გეგმაა. ევროპის უსაფრთხოების სისტემით ჩვენი ქვეყნის დაფარვა, სურვილი იყო, დღეს კი, ევროკავშირის სტრატეგიაა. აშშ-ს ახალი სტრატეგიული ინვესტიციები ჩვენს რეგიონში, რომელიც პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიას ქმნის, სურვილი იყო-დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში რეალობად აქცია...