"ეს სიახლეა, როცა დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ" - ბადრი ჯაფარიძე "საბოტაჟის საქმეზე" - კვირის პალიტრა

"ეს სიახლეა, როცა დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ" - ბადრი ჯაფარიძე "საბოტაჟის საქმეზე"

თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, ამის მსგავსი პროცესებია - ეს სიახლეა, როცა დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ, - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის წინასასამართლო სხდომაც დღეს იმართება.

მისივე თქმით, ეს არის დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის ინტერესებისთვის.

„თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს, არის ამის მსგავსი პროცესები. ეს სიახლეა, როცა დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ. ეს არის დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა