"საქართველოში მოთოვს" - როგორი ამინდი იქნება ქვეყანაში 11 თებერვალს - კვირის პალიტრა

"საქართველოში მოთოვს" - როგორი ამინდი იქნება ქვეყანაში 11 თებერვალს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

მათივე ინფორმაციით, ასევე მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა".

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა