ქუთაისში, კლინიკაში ექიმმა ქალმა თავი დაიზიანა - რას ჰყვება კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი დირექტორთან კონფლიქტზე და რას აცხადებს კახა ნურალიძე საპასუხოდ? - კვირის პალიტრა

ქუთაისში, კლინიკაში ექიმმა ქალმა თავი დაიზიანა - რას ჰყვება კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი დირექტორთან კონფლიქტზე და რას აცხადებს კახა ნურალიძე საპასუხოდ?

ფო­ტო­კო­ლა­ჟი: კლი­ნი­კის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი კახა ნუ­რა­ლი­ძექუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც ექიმ­მა ქალ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ხან­გრძლი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დავა კლი­ნი­კის მე­სა­კუთ­რე­ებ­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის.

ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ბო­ლოო სი­ტყვას იტყვის, გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ და ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებ­თან

ამ დრო­ის­თვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც თან ახ­ლავს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­წყვე­ტა, რაც მხა­რე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

"ეს არის სის­ტე­მუ­რი ძა­ლა­დო­ბა - ექი­მებს ჩემი ფო­ტო­ე­ბის და­ლა­ი­ქე­ბა­საც კი უკ­რძა­ლავ­დნენ“

მა­რი­ამ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი კლი­ნი­კის 33%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და კლი­ნი­კის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სა­კუ­თა­რი აშე­ნე­ბუ­ლი კლი­ნი­კი­დან ატი­რე­ბუ­ლი გა­მო­უშ­ვეს.

- მა­რი­ამ, რა ხდე­ბო­და კლი­ნი­კა­ში დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენ­ტამ­დე?

- კლი­ნი­კა­ში არის გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე თა­ვად, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან დი­რექ­ტო­რი, კახა ნუ­რა­ლი­ძე, ისეთ პი­რო­ბებ­ში მა­ყე­ნებ­და, რომ გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და უბ­რა­ლოდ, ატი­რე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი იქი­დან. მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან, რა­საც ახლა ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლო იძი­ებს. გააგრძელეთ კითხვა