"არ ვიცი, ასე ძა­ლი­ან რა­ტომ ინერ­ვი­უ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­ვე რა­ღაც ნა­წილ­მა იმა­ზე, თუ ვის გავ­ყე­ვი ცო­ლად, რა­ტომ გავ­ყე­ვი, მერე რა­ტომ გავ­შორ­დი" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ასე ძა­ლი­ან რა­ტომ ინერ­ვი­უ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­ვე რა­ღაც ნა­წილ­მა იმა­ზე, თუ ვის გავ­ყე­ვი ცო­ლად, რა­ტომ გავ­ყე­ვი, მერე რა­ტომ გავ­შორ­დი"

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია მომ­ღე­რა­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი. მან ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ას ნა­ხავთ სტა­ტი­ის ბო­ლო­ში.

თიკო:

- ნინი, მო­გე­სალ­მე­ბით. რო­გორ მი­დის თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მოხ­ვე­დით. დროს ძი­რი­თა­დად რას უთ­მობთ?

- ტე­ლე­ვი­ზი­ას დიდი დრო უნ­დო­და, ბევ­რს ვშრო­მობ­დი. ახლა მეტი დრო მაქვს იმის­თვის, რომ ვი­ფიქ­რო, რო­გორ წარვმარ­თო ცხოვ­რე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რო­გორ დავ­ლაგ­დე, რად­გან ბევ­რი რამ მინ­და შევ­ცვა­ლო. ის ნინი, რაც იყო, ბო­ლომ­დე არა, მაგ­რამ თით­ქოს ამო­ი­წუ­რა. მინ­და, სი­ახ­ლე­ე­ბი შევ­თა­ვა­ზო ჩემს თავს და მერე - მსმე­ნელს. ამი­ტომ ახლა ძი­ე­ბის, დაკ­ვირ­ვე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ვარ და ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, თუმ­ცა თვი­დან გა­მი­ჭირ­და.

ნინო:

- ისე, მა­ინც რა­ტომ და­ტო­ვეთ ცნო­ბი­ლი გა­და­ცე­მა და წამ­ყვა­ნის სტა­ტუ­სი, ამას არ ნა­ნობთ?

- რა თქმა უნდა, ეს იყო მძი­მე და რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რად­გან ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც უნდა დას­რულ­დეს მა­შინ, როცა ფიქ­რობ, რომ იმ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში თავი ამო­წუ­რუ­ლი გაქვს. შემ­დეგ ახა­ლი უნდა და­ი­წყოს და ამის ძი­ე­ბა­შიც ვარ ახლა. ამი­ტომ არ ვნა­ნობ. გააგრძელეთ კითხვა