"მითხარით, რა არის ჩემს ბრალში მოცემული, რას მედავებიან? წერია, რომ სამყაროში, რაღაც ხდება და გვარებია ჩაწერილი" - გიორგი ვაშაძე სასამართლოში - კვირის პალიტრა

"მითხარით, რა არის ჩემს ბრალში მოცემული, რას მედავებიან? წერია, რომ სამყაროში, რაღაც ხდება და გვარებია ჩაწერილი" - გიორგი ვაშაძე სასამართლოში

თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას გედავებიან. კოლექტიური ბრალის წარდგენა არსებობს სადმე? - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ვაშაძემ ბრალსა და საქმის მასალებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას საქმის მასალები გადაეცა, ვერ ნახა ის ქმედებები თუ ფაქტები, რის გამოც პროკურატურა მის დასჯას ითხოვს.

„მე არ ვიცი რა პრაქტიკა გაქვთ. ბრალის დადგენილება რომ შემომიტანეს, ვერ გავიგე, რას მედავებიან. საქმის მასალებში ვერაფერი ვიპოვე, ვერც ფარული მოსმენის ჩანაწერები ან რაიმე. არაფერი არ არის.

თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას გედავებიან. კოლექტიური ბრალის წარდგენა არსებობს სადმე?

მითხარით, რა არის ჩემს ბრალში მოცემული, რას მედავებიან? წერია, რომ სამყაროში, რაღაც ხდება და გვარებია ჩაწერილი.

მე ინდივიდუალურად უნდა ვიცოდე, რას მედავებიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ პროცესზე.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა