საქართველოს სახელმწიფო ბანკი, რომლის დაფუძნებასაც მთავრობა გეგმავს, კრედიტებსაც გასცემს - კვირის პალიტრა

საქართველოს სახელმწიფო ბანკი, რომლის დაფუძნებასაც მთავრობა გეგმავს, კრედიტებსაც გასცემს

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის“ პრაქტიკის ნაწილი იქნება კრედიტების გაცემა,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნაზე მუშაობს. საუბარია, „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რომლის რეორგანიზაციაც მალე დაიწყება.

პრემიერის განმარტებით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. მისივე თქმით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

განაგრძე კითხვა