"ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლებრივ ჩარჩოებში” - ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე - კვირის პალიტრა

"ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლებრივ ჩარჩოებში” - ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

„ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში,”- ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საწვავის ღირებულება დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებსა და ლარის კურსზე. შესაბამისად, როგორც სოსო ფხაკაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ კომენტარში აღნიშნა, „ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად”.

„თუ რამე შეგვიძლია, მაგას გავაკეთებთ, მაგრამ მაგაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში. ასე ვაკეთებდით ყოველთვის და გავაკეთებთ მომავალში. ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას.

საწვავთან დაკავშირებით ჩვენ მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებზე და ლარის კურსზე. საერთაშორისო ფასები თუ მიდის ზემოთ, ფასები ძვირდება საწვავზე შიდა ბაზარზე და პირიქით. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციაში ფასებთან დაკავშირებით შეხვედრას, ეს არ იყო დაბარება, ეს იყო შეხვედრა, მე ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვთქვით.

ხომ იცით რომ ეს თემა გადავიდა პარლამენტში. მე ვიცი, რომ იქაც იქნება პროფესიული და კონსტრუქციული განხილვები ამ თემასთან დაკავშირებით და რამე გართულებას მე ვერანაირად ვერ ვხედავ. ერთი რამ ვიცი, რომ ბიზნესი არის, რაც ზრდის ეკონომიკას და ძლიერი ეკონომიკის გარეშე არცერთი ქვეყანა არ იქნება წარმატებული", - ამბობს სოსო ფხაკაძე ტელეკომპანია „პირველთან”.

განაგრძე კითხვა