რამზან კადიროვი თავისი შვილის ავარიას ხელოვნურ ინტელექტს "აბრალებს" - "ეს საინფორმაციო ნაგავია" - კვირის პალიტრა

რამზან კადიროვი თავისი შვილის ავარიას ხელოვნურ ინტელექტს "აბრალებს" - "ეს საინფორმაციო ნაგავია"

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა, თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მისი შვი­ლი, ადამ კა­დი­რო­ვი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, რა დრო­საც მძი­მედ და­შავ­და.

კა­დი­როვ­მა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სა­ინ­ფორ­მა­ციო ნა­გა­ვი“ უწო­და და მომ­ხდა­რი "ტექ­ნო­ლო­გი­ურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს" და­აბ­რა­ლა.

ჩეჩ­ნე­თის პრო­კუ­რორ­თან, არ­სან ადა­ევ­თან შეხ­ვედ­რი­სას, კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას აად­ვი­ლებს:"ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით დღეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მო­ტყუ­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ქვე­ყა­ნა­ში 128 ათა­სი ავა­რია მოხ­და, მაგ­რამ ეს არა­ვის ადარ­დებს. ჩემი შვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭორი კი მსოფ­ლიო ამ­ბებ­ში ნო­მერ პირ­ველ თე­მად იქცა“, - ამ­ბობს რამ­ზან კა­დი­რო­ვი.კა­დი­რო­ვის თქმით, ჩეჩ­ნე­თი აძ­ლი­ე­რებს ბრძო­ლას კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­სა და "ფეიკ-ნი­უ­სებ­თან“, რომ­ლე­ბიც რე­გი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი. გააგრძელეთ კითხვა