"ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში!" - რას ამბობს გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში!" - რას ამბობს გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადების შემდეგ?

ცოტა ხნის წინ პროკურატურაში გამართულ ბრიფინზე ცნობილი გახდა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალდება ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდთან დაკავშირებითაც წარედგინათ.

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.

ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ეხმაურება:

"პროკურატურავ მადლობაააააა!!!აი, რა მაყვირებდაააა!!! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები!!!!! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომშიიიიიიიიიი!!!!!!!!"

წაიკითხეთ ასევე:

პროკურატურა მძიმე ვიდეოს ავრცელებს - გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდთან დაკავშირებითაც წარედგინათ

"გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები: გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და ალექსანდრე გაბაშვილი თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ"