"გისურვებთ ძალას და სიმშვიდეს, ამ აუწერელი ტკივილის დროს" - როგორ ეხმაურება ნიკოლოზ ბასილაშვილი მოკლული გიგა ავალიანის საქმის ახალ დეტალებს
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე, საქართველოს პროკურატურის ახალი განცხადებით ცნობილი გახდა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდთან დაკავშირებითაც წარედგინათ.
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.
ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
სოციალურ ქსელში ამბავს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოეხმაურა:
"გისურვებთ ძალას და სიმშვიდეს, ამ აუწერელი ტკივილის დროს" - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.