ეპშტეინის ფაილებში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა - ამას აქამდე მალავდნენ
სენატში ჩვენების მიცემისას, დემოკრატმა კონგრესმენმა რო ხანამ ეპშტეინის საქმის ის მასალები გამოაქვეყნა, რომელიც აქამდე დარედაქტირებული იყო და საჯაროდ არ იძებნებოდა დოკუმენტებში ნახსენები 6 პიროვნება.
კალიფორნიის დემოკრატმა წარმომადგენელმა სახელები სამშაბათს, სენატში ჩვენების მიცემის დროს, იუსტიციის დეპარტამენტში ვიზიტისას გაავრცელა - მან და კენტუკის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას მესიმ ორი საათი დაუთმეს დაურედაქტირებელი დოკუმენტების განხილვას.
ხანამ საჯაროდ გაამხილა 6 ადამიანის ვინაობა, რომელთა სახელი და გვარებიც აქამდე დამალული იყო.
ახლად გამოაშკარავებულ სახელებს და გვარებს შორისა არის ვინმე ზურაბ მიქელაძე. ის ისეთ პირებს შორის ფიგურირებს, როგორიცაა Victoria's Secret-ის დამფუძნებელი ლესლი "ლეს“ ვექსნერი, DP World-ის აღმასრულებელი დირექტორი, არაბთა გაერთიანებული საემიროების მილიარდერი ბიზნესმენი სულთან აჰმედ ბინ სულაიმი და სხვა. გააგრძელეთ კითხვა