" თუ პირი იღებს ქირას და არს განაცხადებს ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება" - კახა კალაძე - კვირის პალიტრა

" თუ პირი იღებს ქირას და არს განაცხადებს ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ავარიული შენობიდან ქირით გაყვანილი ადამიანი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება.

კახა კალაძის ცნობით, ქირა აღუდგება მას შემდეგ, რაც განცხადებაზე თანხმობას გასცემს ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობაზე.

„თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ავარიულია შენობა, ოჯახები ქირით გაგვყავს, რომ მოხდეს აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. ეს პრობლემაა სხვა მოქალაქეებისთვისაც. პირს, ვინც უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება. მხოლოდ მას შემდეგ აღუდგება, როცა თანხმობას გასცემს პროგრამაში მონაწილეობაზე", - აცხადებს კალაძე.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა