სკანდალი სასამართლოზე - მოსამართლემ 4 ოქტომბრის საქმის ადვოკატები დარბაზიდან გააძევა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე მოსამართლემ ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და შოთა კახიძე სასამართლო პროცესიდან გააძევა.
თავდაპირველად მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა პროცესიდან. მოსამართლესა და დიმიტრი საძაგლიშვილს შორის კამათი, ადვოკატის შეკითხვას მოჰყვა, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის მიმართ. დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა თბილისში 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია და იცნობდა თუ არა შსს-ს განცხადებებს, იმ დღეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ამ შეკითხვას კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოჰყვა შეკითხვის განრიდებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლეს მოსთხოვა, რომ აეხსნა, თუ რატომ განარიდა მისი შეკითხვა, რასაც შემდგომ კამათი მოჰყვა.
ამის შემდეგ მოსამართლემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომიდან გააძევა. დიმიტრი საძაგლიშვილის გაძევების შემდეგ მოსამართლემ ადვოკატი შოთა კახიძეც გააძევა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას კი ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"ინტერპრესნიუსი"