ვიქტორ ორბანის სკანდალური განცხადება - "უნგრეთს ომი ღიად გამოუცხადეს" - კვირის პალიტრა

ვიქტორ ორბანის სკანდალური განცხადება - "უნგრეთს ომი ღიად გამოუცხადეს"

ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა ბრიუსელისა და კიევის ომის უახლესი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა.

„ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილი აქვთ, ნებისმიერი საშუალებით გადააყენონ უნგრეთის მთავრობა. მათ სურთ, რომ პარტია „ტისა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან ამ შემთხვევაში აღარ იქნება ვეტო, აღარ იქნება წინააღმდეგობა და აღარ იქნება მათ კონფლიქტში ჩართულობისგან თავის შეკავება“, - წერს ორბანი.

მისი თქმით, უნგრელებმა მიმდინარე წლის აპრილში, საარჩევნო ყუთთან გადაწყვეტილების მიღებით უნდა შეაჩერონ ისინი.

„ფიდესი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია“, - წერს ორბანი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა