პოლონეთის პოლიციამ, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა - კვირის პალიტრა

პოლონეთის პოლიციამ, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, ვიელუნის დასახლებაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციაში სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიცირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მის ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა.

პოლონური მედია წერს, რომ ძებნილ ქართველთან ერთად, ოფიცრებმა მისი კიდევ სამი თანამემამულე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა