საქართველოს პარლამენტში დემოგრაფიული საკითხის შესწავლას იწყებენ - კვირის პალიტრა

საქართველოს პარლამენტში დემოგრაფიული საკითხის შესწავლას იწყებენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მუშაობის ფარგლებში, ქვეყანაში დემოგრაფიული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დემოგრაფიის პოლიტიკა გამოწვევაა და მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დემოგრაფიის საკითხია, თუმცა ბოლო წლებში, კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსია. ამიტომ გადავწყვიტეთ, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ეს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას წარედგინება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

განაგრძე კითხვა