"დასრულებულია! ევროკავშირის წევრებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას" - რიკარდ იოზვიაკი - კვირის პალიტრა

"დასრულებულია! ევროკავშირის წევრებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას" - რიკარდ იოზვიაკი

დასრულებულია! ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.

„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

"ინტერპრესნიუსი"