"სკანდალი ვერ გამოგივიდათ... ვერანაირი ვიზებით ჩვენი დაშანტაჟება ვერ მოხდება" - ნინო წილოსანი
ვერანაირი ვიზებით ჩვენი დაშანტაჟება ვერ მოხდება! - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
წილოსანის თქმით, ეს საკითხი დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული.
„ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარეც და ნებისმიერი ჩვენგანიც როცა ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით ევროკავშირის ქვეყნებში - ვიზებს ვიღებდით. ვერანაირი სკანდალი ვერ გამოგივიდათ - ეს ფაქტია. ასევე, ვერანაირი ვიზებით ჩვენი დაშანტაჟება ვერ მოხდება!” - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.
"ინტერპრესნიუსი"