"ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს" - ბიზნესმენი რეზო ვაშაკიძე
ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს - ეს, რასაკვირველია, თვითღირებულებაზე იმოქმედებს, - ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რეზო ვაშაკიძემ პარლამენტის დროებით კომისიაზე განაცხადა.
მან ამით უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის კითხვას, „დაანონსებული ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა აისახება თუ არა ფასწარმოქმნის პროცესზე“.
„ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს. რამდენით მოიმატებს, არ ვიცი. გაზზე წელს არ იქნება ცვლილებები, იმიტომ, რომ ჩვენ ხელშეკრულებას 2027 წლამდე მოვაწერეთ ხელი. დენის ფასის გაზრდა, რასაკვირველია, იმოქმედებს თვითღირებულებაზე,“ - განაცხადა ვაშაკიძემ
"ინტერპრესნიუსი"