"ფაბრიკაციაა... თითქოს სადღაც სუფრაზე, ირაკლიმ უხამსად მოიხსენია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ..." - რას წერს ალექსანდრე თამაზიშვილი? - კვირის პალიტრა

"ფაბრიკაციაა... თითქოს სადღაც სუფრაზე, ირაკლიმ უხამსად მოიხსენია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ..." - რას წერს ალექსანდრე თამაზიშვილი?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა სოციალურ ქსელში წერს:

"სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის https://youtu.be/bbdnyLFCKGA?si=bR7w5LgFuzZg8gy3 ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია. რომელიც, უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში. ეს აბსურდი “აწყობილია” ქვეყნიდან გაქცეულ და სამშობლოს მოღალატეობრივ საქმიანობაში “გაწვრთნილ” ვინმე შაიშმელაშვილის გამოგონილ ისტორიაზე: "თითქოს სადღაც სუფრაზე, ირაკლიმ უხამსად მოიხსენია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამ სიცრუის “გასამაგრებლად” გამოიყენეს, ზემოთ აღნიშნული 2012 წელს გავრცელებული სატელეფონო საუბრის ფაბრიკაცია!"- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.