"მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით" - ისრაელის საელჩო - კვირის პალიტრა

"მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით" - ისრაელის საელჩო

"მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით", - ამის შესახებ ისრაელის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

"რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?", - აღნიშნულია განცხადებაში.