"ჩემს გამო არც ერთ ბიჭს არ უჩხუბია და ეს არის ნორმა... გრცხვენოდეთ, რომ ეგეთი შვილები გაზარდეთ, 14 წელი ციხეში, ეს საჩუქარია" - რას ამბობენ "ინფლუენსერები" გავრცელებულ კადრებზე
ორი დღის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებულმა კადრებმა სრულიად ქვეყანა შეძრა. გავიგეთ, რომ გიგა ავალიანის მკვლელობამდე, მის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი და გიორგი რიკაძე სისტემატურად უსწორდებოდნენ სხვა მოზარდებსაც, თან ამას აკეთებდნენ წინასწარ შეთანხმებით.
სამივე მათგანს ბრალი დაუმძიმდა და გუშინ სამივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათი მშობლები ორი დღეა შვილების მართლების რეჟიმში არიან. ეს განსაკუთრებით აღიზიანებს საზოგადოებას, რომელიც ძალადობის ამსახველი კადრების შემდეგ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდის.
ბოლო ორ დღეში თითქმის ყველა სოციალური ქსელი ამ თემით არის აჭრელებული. ცნობილი ინფლუენსერები ეკა კუპატაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და აკრიტიკებენ ბრალდებულების მშობლებს:
ელენე "ფოქსი": "ამ ვიდეოს დადების შემდეგ ერთ-ერთის დედის კომენტარი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ ეს იყო საყოფაცხოვრებო ჩხუბი. ვინმემ ამიხსენით რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო ჩხუბი? რატომ არის ეს მათ ოჯახში ნორმა. გამოდის რომ ეს მათთან ნორმა იყო და 5 ადამიანი რომ ერთს ასახიჩრებს, თურმე ყოფილა ნორმა. მიკვირს როგორ არ ჰქონდათ დაზარალებული მოზარდების მშობლებს რეაგირება, ან თუ ჰქონდათ, რატომ არ დაისაჯნენ. რომ დასჯილიყვნენ გიგა ხომ შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო. აქვე მახსენდება მამის კომენტარი (საუბარია ალექსანდრე გაბაშვილის მამის კომენტარზე, სადაც ამბობს, რომ მუშტის დარტყმის გამო 14 წელი მისი შვილი ციხეში არ უნდა იჯდეს) - თქვენ ცოცხალი გეყოლებათ შვილი, ამ ქალმა რა თქვას? ახალგაზრდა განათლებული ბიჭი რომ მიწას მიაბარა". გააგრძელეთ კითხვა