"წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით, 2 000-ით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება - ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით, 10 000 სტუდენტი"
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით, 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება - ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით, 10 000 სტუდენტი, რომელიც განათლებას, ასევე, სრულიად უფასოდ მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.
„ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. გააგრძელეთ კითხვა
"ინტერპრესნიუსი"