"გიორგის გიგასთვის თითი არ დაუდია... მოწმეებმა თქვეს, სასწრაფო რომ მოვიდა ავალიანი წამოჯდა, გული აერია, გადავარდა, "რესკად" თავი დაარტყაო" - რას ამბობს გიორგი რიკაძის დედა - კვირის პალიტრა

"გიორგის გიგასთვის თითი არ დაუდია... მოწმეებმა თქვეს, სასწრაფო რომ მოვიდა ავალიანი წამოჯდა, გული აერია, გადავარდა, "რესკად" თავი დაარტყაო" - რას ამბობს გიორგი რიკაძის დედა

გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი რი­კა­ძის დედა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის ცე­მა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც თინა პა­პას­კირ­მა აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი რი­კა­ძე ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს "უბ­რა­ლოდ თან ახ­ლდა", როცა ის გიგა ავა­ლი­ან­თან სა­ლა­პა­რა­კოდ წა­ვი­და.

"საქ­მის მა­სა­ლა გვი­ან გად­მოგ­ვცეს გუ­შინ. ვნა­ხეთ ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც იდენ­ტი­ფი­კა­ცია არ ხდე­ბა ამ ბავ­შვე­ბის. არა­ფე­რი ჩანს, რომ ამო­ვიც­ნო. ჩვენ ამო­ვი­ცა­ნით რომ ეს ვი­დე­ო­ე­ბი ტიკ-ტო­კი­დან იყო ჩა­მოტვირ­თუ­ლი. ვუ­თხა­რით კი­დეც გა­მომ­ძი­ე­ბელს, რომ ეს არის ტიკ-ტო­კი­დან ჩა­მო­წე­რი­ლი ვი­დეო და ვერ ვცნობთ ვინ არი­ან ეს ბავ­შვე­ბი.

გი­ორ­გი იყო ად­გილ­ზე იღებ­და, რა­ტომ იღებ­და ამ ვი­დე­ოს, არ ვი­კი­თხავ არ ვიცი. თუმ­ცა ამ ვი­დე­ო­ზე ჩანს ყვე­ლა­ფე­რი. ჩანს ერთი ხე­ლის დარ­ტყმა, რო­გორ ასუ­ლი­ე­რე­ბენ და ცდი­ლო­ბენ დახ­მა­რე­ბას. მეტი გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მეს არ და­მა­ტე­ბია არა­ფე­რი. რომ გა­ურ­თუ­ლეს მუხ­ლი და ვე­კი­თხე­ბით, რა­ტომ გა­არ­თუ­ლეს, პა­სუხს ვერ გვცე­მენ. გააგრძელეთ კითხვა