ახალი შეთავაზება და სერვისცენტრი ბანკ "რესპუბლიკასგან" - კვირის პალიტრა

ახალი შეთავაზება და სერვისცენტრი ბანკ "რესპუბლიკასგან"

სამომხმარებლო სესხი მხოლოდ 13,95%-ში და პირადი ბანკირი ყველა კლიენტს

თბილისში, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე #82-ში, ბანკი "რესპუბლიკას" ახალი, რიგით 38-ე სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი, რომელიც მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა, ბანკის გენერალური დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა და კომერციულმა დირექტორმა რამაზ კუკულაძემ საზეიმოდ გახსნეს. მოწვეულ სტუმრებს "რესპუბლიკას" მესვეურებმა სესხებზე ახალი საშემოდგომო აქცია და ბანკის სამომავლო გეგმები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ ბანკი "რესპუბლიკა" იწყებს საშემოდგომო აქციას - სამომხმარებლო სესხი ლარში 13,95%-ად, რაც მომხმარებელს ნებისმიერი გეგმის და სურვილის განხორციელებაში დაეხმარება. ის, რაც ამ სესხს ბაზარზე არსებული შეთავაზებისგან გამოარჩევს, დაბალი პროცენტი, მარტივი პროცედურა და პირობების ფართო არჩევანია. "რესპუბლიკას" ახალი საბანკო პროდუქტით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვისაც სჭირდება თანხა რემონტისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, სამოგზაუროდ, ავეჯის ან გარდერობის გასაახლებლად - ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად და ნებისმიერი სურვილის ასახდენად. აქციის ფარგლებში გაერთიანებულია სამი სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო სესხი: სესხი "ესპრესო", სესხი "კომფორტი" და სახელფასო სესხი. გარდა გამარტივებული პროცედურების და დაბალი საპროცენტო განაკვეთისა, მომხმარებელი მარტივად შეძლებს სასურველი და უშუალოდ მის შესაძლებლობებზე მორგებული პირობების შერჩევას, იქნება ეს სესხის ვადა, თანხის ოდენობა თუ სხვა.

საინტერესოა ისიც, რომ ბანკი სრულიად ახალ ნაბიჯს დგამს ბანკისა და კლიენტის ურთიერთობის ისტორიაში და ახალ სერვისცენტრში მისულ ყველა მომხმარებელს, ბანკი ახალი ტიპის მომსახურებას შესთავაზებს. ყველა კლიენტს ეყოლება პირადი ბანკირი, რომელიც მას საბანკო პროცედურებთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარება.

რამაზ კუკულაძე, ბანკ "რესპუბლიკას" კომერციული დირექტორი: "რადგან აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ჩვენ დროებით დავხურეთ ამავე გამზირზე მდებარე ჩვენი სერვისცენტრი, მაგრამ ახლა განვაახლეთ მუშაობა და ახალი სერვისცენტრი შევთავაზეთ ჩვენს კლიენტებს. განსაკუთრებით კი მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ვთავაზობთ ახალ სერვისცენტრს, სადაც ისინი საკუთარი ბიზნესინტერესების გათვალისწინებით შექმნილი ინოვაციური საბანკო პროდუქტებით ისარგებლებენ და სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას მიიღებენ. სერვისცენტრისთვის ეს ადგილი სწორედ მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად შევარჩიეთ".

კრისტიან კარმანიოლი, ბანკი რესპუბლიკას" გენერალური დირექტორი: "ეს არის სპეციალური შეთავაზება, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი კლიენტის მოზიდვა. მოგეხსენებათ, ახლოვდება წლის ბოლო და ამ დროს ადამიანები დაკავებული არიან თავისი ფინანსური გეგმების განხორციელებით, ემზადებიან შობისთვის, ახალი წლისთვის, იძენენ საჩუქრებს ახლობლებისა და მეგობრებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს სესხებზე კონკურენტული საპროცენტო განაკვეთი შევთავაზოთ. მსგავსი შეთავაზება გასული წლის მიწურულსაც გვქონდა.

ეს ახალი ფილიალი იმით არის განსაკუთრებული, რომ აქ კლიენტთან მომსახურების ახლებური მიდგომა დამკვიდრდება. ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ისეთი სამუშაო მაგიდების რაოდენობა, სადაც კლიენტსა და ბანკის წარმომადგენელს შორის აღმართულია მინის ბარიერი. ამიერიდან, კლიენტს შესაძლებლობა ექნება ყოველგვარი ბარიერის გარეშე იურთიერთოს ბანკის წარმომადგენელთან, გარკვეული თანხით ფულადი ოპერაციები სწორედ მასთან შეასრულოს. ამ ახალი მიდგომის ფარგლებში, ნებისმიერ კლიენტს, განურჩევლად სასესხო თანხის მოცულობისა, პირადი ბანკირი ეყოლება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს, ბანკთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით მიმართოს.

რაც შეეხება ბანკის სამომავლო გეგმებს, ვცდილობ მოვერგოთ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, ტენდენციებს, რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნები. ვცდილობთ ვიყოთ მუდამ ინოვაციური, რადგან ბიზნესი დიდი ტემპებით ვითარდება".

R